სროლა ირანის პარლამენტში, დაჭრილია სულ მცირე 3 ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პირველადი ცნობით, პარლამენტში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებმაც დაცვის წევრს ფეხში ესროლეს და კიდევ ორი პირი დაჭრეს. თავდამსხმელებმა სროლის შემდეგ გაქცევა სცადეს, მაგრამ მათი დაკავება მოხერხდა. პარლამენტის წევრის, ელიას ჰაზრატის თქმით თავდამსხმელებს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები და პისტოლეტები ჰქონდათ. თავდამსხმელთა ვინაობა და მოტივაცია ამ დრომდე უცნობია. სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. მავზოლეუმში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. არიან დაშავებულები.