პარკოსნები - შეიცავს სახამებელ ამილოზას, რომელიც კუჭის წვენისა და საკვების მომნელებელი ფერმენტების ზემოქმედებით არ იშლება, რის შედეგადაც აღწევს მსხვილ ნაწლავამდე პრაქტიკულად მოუნელებელი სახით. ამილოზას უჯრედისის ანალოგიური თვისებები აქვს, უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალურ მუშაობას და იქ არსებული სასარგებლო ბაქტერიების კვებას.სოფლის მაწონი აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას. თუმცა, საუბარია „ცოცხალ“ პროდუქტზე ან თერმოსტატინებზე. ჩვეულებრივ, გაყიდვაში არსებული პროდუქტი შენახვის დიდი ვადით, ამ მიზნისთვის სასარგებლო არაა.მჟავე კომბოსტო - С ვიტამინის და ათეულობით აუცილებელი მიკროელემენტის წყაროა. იგი ბუნებრივი დუღილის პროდუქტია და დადებითად მოქმედებს კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორაზე, რითაც უნარჩუნებს მას სიჯანსაღეს.