სამი დღეა, ნავთობის ფასი იზრდება, რაც აშშ-ს ეკონომიკის კორონას შემდგომი კრიზისის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული მცდელობებისა და დოლარის დასუსტების შედეგია, რომელმაც გლობალური მყიდველებისთვის ნედლეული უფრო გააიაფა.
ორშაბათს ერთ ბარელ ნედლ ნავთობზე ფასმა 0,8%-ით, ანუ 35 ცენტით მოიმატა. ამ დღეს აშშ-ს სენატის რესპუბლიკელებმა თეთრ სახლთან ერთად შემუშავებული კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების პაკეტი წარადგინეს. პაკეტი 1 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა და მილიონად უმუშევრად დარჩენილისთვის გაფართოებული შეღავათების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა დემოკრატებმა მეტი დახმარების გამოყოფა მოითხოვეს.
შესაძლოა, ეს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ნულამდე დაყვანასაც მოიცავდეს. არსებული ვარაუდის თანახმად, ნავთობის ფასები დოლარის ღირებულების შემცირების ფონზე კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება დოლარს, ის სხვა 6 მთავარ ვალუტასთან შედარებით ყველაზე დაბალ ნიშნულზე სწორედ აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ტალღის შემდეგ დაეცა.