ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ესპანეთში იმყოფებოდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი დაინფიცირების ისტორიის შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება შეფასდეს, როგორც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.