სამგორში, ხის საამქროში, ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "PALITRANEWS"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცალკეული კერების საბოლოო ლიკვიდაცია მიმდინარეობას. ხანძარი ხის საამქროში დილით გაჩნდა. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ორიათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი