სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა. "თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს", - აცხადებენ თბილისის მერიაში.