მრავალპროფილურ კლინიკა "ინოვაში" გაიმართა ორ დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კურსი სახელწოდებით: "თანამედროვე ენერგიების გამოყენება ოპერაციული გინეკოლოგიის პრაქტიკაში". კონფერენციაზე ლექციები წაიკითხეს სანქტ-პეტერბურგიდან მოწვეულმა ცნობილმა ექიმებმა ქართველ კოლეგებთან ერთად.კონფერენციის მონაწილეები საოპერაციოდან პირადპირი ჩართვების საშუალებით თვალყურს ადევნებდნენ თანამედროვე, ინოვაციური ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენებით ჩატარებულ ოპერაციებს.