თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სახელწოდებით "ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში". კონფერენციის მომხსენებლებმა დარბაზში მყოფ კოლეგებს ლაზერის გამოყენების უპირატესობები გააცნეს.
სპეციალისტები სულ უფრო ხშირად და თამამად ნიშნავენ ლაზეროთერაპიის კურსს ამა თუ იმ პათოლოგიის სამკურნალოდ. აღნიშნული კონფერენცია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში 1 ივლისამდე გაგრძელდება.