კლინიკა კარაფს მედლაინისა და ევექსის ერთობლივი ინიციატივით, თბილისის რეგიონული ჰოსპიტალი, რიგით მესამე, სამ დღიან სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს თემაზე: რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ქირურგიის სიახლეები.კონფერენციაზე განხილეს: რეპროდუქციული, გინეკოლოგიური,ენდოსკოპიური ქირურგიის მიღწევები, შედეგები და პერსპექტივები. აღსანიშნავია,რომ კონფერენციას ქართველ ექიმებთან ერთად ესწრებოდნენ კანადიდან, ინგლისიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან მოწვეეული სპეციალისტები.კონფერენციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა „პირდაპირი რეჟიმის“ საშუალებით თვალი ედევნებინა ქირურგიული ოპერაციისთვის. აღსანიშნავია,რომ სამეცნიერო კონფერენციამ ტრადიციული სახე მიიღო და მომავალ წელსაც გაიმართება.