“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ინფორმაციით, ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
მათი ცნობით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის დირექტორის განცხადებით, კონტრაქტორს სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს, თუმცა მშენებელს მიეცა მითითებები, რომ დარჩენილი სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად დაასრულოს.
ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით, ხოლო დანარჩენი 25% ჭაბურღილებიდან მარაგდებოდა. პროექტის ფარგლებში აშენდა სამი ახალი რეზერვუარი, მოეწყო 10 ჭაბურღილი და 220 კმ ახალი ქსელი. განხორციელებისთვის აზიის განვითრების ბანკის მიერ 250 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.