ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას ატარებენ. ამჯერად წამლობა ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონზე მოზიდული მავნებელი სრულად არის განადგურებული.
სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გრძელდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში 50 ათასი ფერომონია გადანაწილებული.