სამეგრელო და გურია შესაძლოა მოსავლის გარეშე დარჩეს. რეგიონებში თხილის მოსავალს აზიური ფაროსანა ანადგურებს. შეწამვლის ღონისძიებების მიუხედავად, მავნებელმა თხილის პლანტაციებში მძიმე კვალი დატოვა. მოსავლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია, ნაწილი კი უვარგისია, რის გამოც საწარმოები აღარ იბარებენ. სამეგრელოში კი მწერი, თხილის პარალელურად, სიმინდსაც შეესია.