სამედიცინო ჟანგბადის 10 გენერატორის შესყიდვაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შესყიდული დანადგარები ჯამურად დღიურად 9.3 ტონა ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადს აწარმოებს. 10 ერთეული აირ-გენერატორის შესყიდვა თურქული კომპანიისგან მოხდა.
უწყებს ინფორმაციით, თხევადი ჟანგბადის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გარდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში განცხორციელდა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან.