თითქმის 40 წლის განმავლობაში ამერიკელი მეცნიერები კატებს სამედიცინო კვლევებში იყენებდნენ. აშშ-ის მთავრობამ ტოქსოპლამოზის კვლევის $22-მილიონიანი პროგრამა დახურა და 3 ათასი კატის სიცოცხლე იხსნა. ტოქსოპლამოზი - სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, რასაც ბაქტერიები იწვევენ, რომლებიც კატის და ძაღლის ნერწყვიდან და გაფუჭებული პროდუქტებიდან ვრცელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ ადამიანების 95%-ს, ვისაც ჯანსაღი იმუნური სისტემა აქვს, ტოქსოპლამოზი არ ემართება. ეს დაავადება საშიშია ორსულებისთვის.
კატა - ერთადერთი ცხოველია, რომელშიც პარაზიტი T.gondii ტოქსოპლამოზს იწვევს, შეუძლია ცხოვრების ციკლი დაასრულოს და კვერცხები დადოს. ექსპერიმენტის ფარგლებში კატებს აჭმევდნენ გაფუჭებულ ხორცს და შემდეგ მათგან პარაზიტის კვერცხები გამოჰქონდათ. ცხოველებს ამის შემდეგ აძინებდნენ.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მტკიცებით, კატებს ამრავლებდნენ ამ ცდებისთვის და შემდეგ კლავდნენ. სამედიცინო პროგრამა აშშ-ში 1982 წელს დაიწყო. ამის შემდეგ დაახლოებით 3000 კატა დააძინეს. ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ტოქსოპლამოზისგან კატების განკურნება შესაძლებელი იყო და შემდეგ კატებს მსურველებს დაურიგებდნენ.