დაავადებათა კონტოლის ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს და მედიკოსები 26 თებერვლიდან დღემდე ეცადნენ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 არის მართვით სუნთქვაზე, 23-ს კი აქვს პნევმონია. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება.