საქართვეოში სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 14,9% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სულ გაცემულია 554 338 პოლისი, რაც თითქმის 13 ათასით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მეორე კვარტალში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის541 597 პოლისი.
ამასთან, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 135 მილიონ 31ათასი ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპია ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 44მილიონ 25 ათასი ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 33% დაიკავა. ხუთეულში შედიან - „იმედი L“ „არდი“ „პსპ“ და „ირაო“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, II კვარტლის ბოლოს 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული.