სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გადაწყვეტილებით, დაკავებული ექიმების მხარდასაჭერად დაწყებული სოლიდარობის აქციები კვირის ბოლომდე შეჩერდა. გაერთიანების ინფორმაციით, აქციები იმ მიზნით შეჩერდა, რომ დრო მისცემოდა ჯანდაცვის სამინისტროს და პროკურატურას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად სამედიცინო საზოგადოების შემდეგი მოთხოვნების შესასრულებლად:
ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება და რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის გადახედვა და საკითხის ხელახალი შესწავლა.