სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები იმყოფებიან. სამებაში იმყოფება თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეც. აღსანიშნავია, რომ დიღმის ძმათა სასაფლაოზე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ორ მებრძოლს დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.