სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პალიტრანიუსის ინფორმაციით, პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა მე-60-ედ იმართება. აქამდე პატრიარქს 38 175 ნათლული ჰყავდა. საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დაახლოებით, 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება.