სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდა. დიდ აიაზმაში წყალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.
მსახურების ბოლოს მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი სახლში წაიღეს.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მართმადიდებლური მრწამსით ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.