სამების საკათედრო ტაძარში ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვიდი ტაძარში 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი".