სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ტაძარში 12 ადამიანის ნეშტი იქნება დასვენებული. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირია ამოცნობილი და მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცა. მათგან 7 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრები არიან.