აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრტა კაბინეტის სხვა წევრები. ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.