სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით 57-ე ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული ამჯერად კიდევ 630–მდე ჩვილი გახდება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. შეგახსენებთ, დღეისთვის უწმინდესს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 56-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 18 ნოემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.