თბილისის ყოფილი მერის და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ "დღეს სახე გამოაჩინა და მთელი მისი მესიჯი არის გადაბრალება და ხელის გაშვერა სხვისკენ". ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.