შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს. უგზოობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.პარალელურად, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.