არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის მოსყიდვის 16 ფაქტი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან დაფიქსირდა. ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2 და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 1 ფაქტი.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მარტი-ივნისის თვეებში, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მიერ, სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიების ფარგლებში მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.