წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა, მუქარის 24 შემთხვევა გამოვლიდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
ამავე კვლევის თანახმად წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1 და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.