რუსმა სამართალდამცავებმა ქალაქ პოკროვის ციხესთან, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის, 9 პირი დააკავეს, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ციხესთან ნავალნის მხარდამჭერები მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნით გუშინ შეიკრიბნენ. დაკავებულებს შორის ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელი ანასტასია ვასილევაცაა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერთან შესვლას და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, რის მიზეზადაც ის დაასახელა, რომ მასთან ექიმს არ უშვებენ. ორშაბათს პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურა აქვს და ახველებს, თუმცა შიმშილობას მაინც განაგრძობს.