სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც თორმეტი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, ჩატარდა. ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.