საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაასაქმებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც იგი დააკავეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძება.