სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე ორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. მეორე დაკავებული კი ორი სახლის გაძარცვაშია მხილებული. გამოძიება ძარცვის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.