კომერციული მოსყიდვის ფაქტზე "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი დააკავეს. ბრალდებულებმა, რომლებსაც სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდათ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. "ატკატი"-ს სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.