ეროვნული სატყეოს თანამშრომლებმა, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა პირველი ხარისხის სამასალე მერქანით დატვირთული ავტომანქანა, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა. ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ავტომობილის ადა მძღოლის იდენტიფიცირება. გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.