ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი 2016-2017 წლებში წალკის მუნიციპალიტეტში მოხდა. დანაშული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.