"გირჩის" წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად „გირჩი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "დედაენის ბაღში" მისულ ორ აქტივისტს, რომელიც პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, ცხოველების ფორმა ეცვა. დღეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა „დედაენის ბაღში“ უკვე დააკავეს „გირჩის“ ლიდერები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. მათ დედაენის ბაღში დაანონსებული ფესტივალისთვის აპარატურის შეტანა სცადეს.აპარატურის შეტანის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ , დღეს, „დედაენის“ ბაღში, კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.
იხილეთ: