სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 ირანის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 60 აბი "სუბოქსინი" და 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.