ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 214-ემუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლისმე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახითი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით თვალისწინებს.