საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ბათუმში დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა. საერთო ჯამში 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საერთო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება. დანაშაულზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.