ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბრალდებულის მამუკა ბერიძის პროცესი გაიმართა. პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლო პროცესს თავს მიზანმიმართულად არიდებს. ბერიძის ადვოკატის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეს მყოფი სასამართლო პროცესზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.მისივე თქმით, მომდევნო სხდომაზე ის ბრალდებულის ავადმყოფობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს. მამუკა ბერიძის დეიდა ირწმუნება, რომ მისი დისშვილი აქციაში მონაწილეობას არ ღებულობდა და შემთხვევით დააკავეს.