ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარია იმ სამართალდამცველზე, რომელზეც თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.