შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა - დაკავებულია 5 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა. მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე 19 თებერვალს მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაჭრილი კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოშ რჩება. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.