სამართალდამცავებმა სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში, რამდენიმე პირთა ჯგუფი, დიდი ოდენობით შემოსავალის მიღების მიზნით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების ელექტრონული ფორმით ჩატარებას. აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 390 000 ლარი შეადგინა. გამოძიება საქმეზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.