სამართალდამცავებმა, 13 სექტემბერს, მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვირას მინსკში პრზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრნატებს რუსეთის მიმართ კრიტიკის გამომხატველი პლაკატები ეჭირათ და ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციები მინსკის გარდა ქვეყნის 16 ქალაქში გაიმართა, მათ შორის ბრესტშიც, სადაც პოლიციამ რამდენიმე ათასი დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.