შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.„სამართალდამცველებმა ქართამის აღების ბრალდებით მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.