კასპის რაიონის სოფელი ოკამი, ერთ თვეში ყურდღების ცენტრში მოექცევა, ივლისში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი უძველესი სამარხი გახდა, რომელსაც ადილობრივები შემთხვევით გადააწყდნენ. უნიკალურ აღმოჩენას, არც არქეოლოგიური ვარაუდი უსწრებდა წინ და არც სხვა რაიმე ეჭვი. 2000-3000 წლებით დათარიღებული უძველესი სამარხი, სოფელ ოკამის ფერდობზე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ადგილობრივებმა 7 ივნისს მაშინ აღმოაჩინეს, როცა საქონელს აბალახებდნენ. იმის გამო, რომ ოკამელებს ამ ტერიტორიაზე საფლავის არსებობა არასდროს სმენიათ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, შესაძლო დანაშაულის შესახებ და აღნიშნულის გამო საპატრულო პოლიციას აცნობეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ჯერ საქმე 115-ე მუხლით აღძღრეს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ხოლო მას შემდეგ რაც საქმეში არქეოლოგები ჩაერთნენ, ნაშთის სავარაუდო ხანდაზმულობა შეისწავლეს. დადგინდა, რომ ნაპოვნი ძვლები არქეოლოგიურ ნიმუშს წარმოადგენდა და გამოძიება საბოლოო დასკვნის შემდეგ, კანონის შესაბამისად შეწყდა. გამოძიება შეწყდა, თუმცა, არქეოლოგებისთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი საინტერესო ტერიტორიის შესახებ, რომელსაც მალე შეისწავლიან...