ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს გაქურდვის საშიშროების დროს დაიცავს. პრობლემის მოსაგვარებლად, მეცნიერებმა შექმნეს სამაჯური, რომელიც თავდასხმის დროს უერთდება სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით და სამაშველო სამსახურს უკავშირდება. მოწყობილობა სწრაფად აფიქსირებს ადგილმდებარეობას. სამაჯური მაღალ სიგნალსაც გამოსცემს, რათა ირგვლივმყოფების ყურადღება მიიქციოს.