მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად, რომელთაც ხელზე ე.წ. ბორკილები ედოთ, ბანკის შენობა დატოვა.
სავრაუდოდ, თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა. ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა.
"პალიტრანიუსის" ინფორმაციით, მძევლებს შორისაა ზუგდიდის მერის ახლობელი.
შსს-ს მხრიდან ჯერჯრეობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.