სალვადორი საპრეზიდენტო არჩევნებში დედაქალაქის ყოფილმა მერმა ნაიიბ ბუკელემ გაიმარჯვა. სან-სალვადორის ყოფილმა მმართველმა ამომრჩევლთა 54%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. დედაქალაქის ცენტრში გამარჯვება ბუკელემ მომხრეებთან ერთად იზეიმა. შეგახსენებთ, როგორც ბუკელე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აცხადებდა, იგი ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციას. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ბუკელეს გამარჯვების შედეგად ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდება ორი პარტიის სისტემა. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სალვადორს მხოლოდ 2 პარტია ეროვნული ლიბერალური ფრონტი და ეროვნული რესპუბლიკური ალიანსი მართავს.