ოკუპანტებმა ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და ზერტის მცხოვრები ლევან ტურაშვილი სამების ეკლესიის სიახლოვეს დააკავეს. თანასოფლელებს დაინახეს, როგორ ჩასვეს ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა მანქანაში. სოფლის სალოცავი საოკუპაციო ზოლის სიახლოვესაა და ადგილობრივებს იქ მისვლლისას საფრთხე ექმნებათ.